მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო ავიაკომპანია Qatar Airways თავის მგზავრებს ილონ მასკის Starlink-ის უფასო ინტერნეტს შესთავაზებს.
ავიაკომპანიის პრესსამსახურის ცნობით, Starlink საშუალებას მისცემს Qatar Airways-ის მგზავრებს გამოიყენონ Wi-Fi 350 მეგაბიტი წამში სიჩქარით თამაშების, სპორტული მაუწყებლებისა და ფილმებისთვის.
Qatar Airways Group-ის აღმასრულებელმა დირექტორმა აკბარ ალ ბაკერმა განაცხადა, რომ „კატარის ავიახაზები ამაყობს Starlink-თან შეთანხმების ხელმოწერით, რომელიც უწყვეტ უფასო Wi-Fi-ს უზრუნველყოფს თავისი მგზავრებისთვის მთელს მსოფლიოში.
აღნიშნულია, რომ მაღალსიჩქარიანი, ფართოზოლოვანი ინტერნეტი უფასო იქნება ბორტზე მყოფი ყველა მგზავრისთვის.
ავიაკომპანიას ჯერ არ დაუზუსტებია Starlink სერვისის გაშვების თარიღი თავის ავიახაზებზე.
ამრიგად, Qatar Airways არის მეხუთე ავიაკომპანია, რომელიც Starlink-ის პარტნიორი გახდება. JSX-მა, Hawaiian Airlines-მა, AirBaltic-მა და Zipair-მა Starlinkთან თანამშრომლობის სურვილი უკვე გამოთქვეს.