რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა თქვა, რომ პოლონეთის დასავლეთი მიწები „სტალინის საჩუქარია“ და პოლონეთი მადლიერი უნდა იყოს სსრკ-ს „დამოუკიდებლობის აღდგენისთვის“. ამის შესახებ პუტინმა უშიშროების საბჭოს მუდმივ წევრებთან შეხვედრისას განაცხადა.

„მინდა შეგახსენოთ, როგორ დასრულდა აგრესიული პოლიტიკა პოლონეთისთვის. დასრულდა 1939 წლის ტრაგედიით, როდესაც დასავლელმა მოკავშირეებმა პოლონეთი გერმანიის სამხედრო მანქანისკენ მოისროლეს და მან ფაქტობრივად დაკარგა დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტი, რომელიც დიდწილად საბჭოთა კავშირის წყალობით აღიდგინა. თანამედროვე პოლონეთის დასავლეთ ტერიტორიები სტალინის საჩუქარია პოლონელებისთვის“, - განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა.