პუტინმა ხელი მოაწერა განკარგულებას, რომელიც ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები უკრაინელების დეპორტაციას ითვალისწინებს
უკრაინის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ უკრაინელებს დეპორტაცია ემუქრებათ - პუტინი
ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა განკარგულებას, რომლის მიხედვითაც უკრაინის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ უკრაინელებს, ვინც რუსეთის მოქალაქეობას არ მიიღებენ, დეპორტაცია ემუქრებათ. ინფორმაციას „უკრინფორმი“, რუსეთის ფედერაციის იურიდიული ინფორმაციის პორტალზე გამოქვეყნებულ განკარგულებაზე დაყრდნობით ავრცელებს.
უფრო კონკრეტულად, პუტინის ბრძანებულება ითვალისწინებს, რომ უკრაინის მოქალაქეები ან ლუგანსკის და დონეცკის ე.წ. რესპუბლიკების "პასპორტების" მფლობელები ან უნდა გახდნენ რუსეთის მოქალაქეები, ან განაცხადონ, რომ არ სურთ ამის გაკეთება. ვინც მეორე ვარიანტს აირჩევს, 2024 წლის 1 ივლისიდან უცხოელებად ჩაითვლებიან და შესაბამისად, მათი დეპორტაცია გახდება შესაძლებელია.
განკარგულებაში ცალკე პუნქტი ეხება იმ პირთა დეპორტაციას, რომლებიც, სავარაუდოდ, საფრთხეს უქმნიან რუსეთის ეროვნულ უსაფრთხოებას.
მოქალაქეები, რომლებიც რუსეთში მხარს უჭერენ „კონსტიტუციური წესრიგის საფუძვლების ძალადობრივ ცვლილებას" (და, შესაბამისად, მის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე), აფინანსებენ „ტერორისტულ და ექსტრემისტულ ქმედებებს" ან მონაწილეობენ „არაავტორიზებულ" ქმედებებში, დეპორტირებული იქნებიან და აეკრძალებათ რუსეთის ფედერაციაში შესვლა, ნათქვამია განკარგულებაში.