France Football-ის მთავარმა რედაქტორმა, ვენსან გარსიამ 2026 წლის „ოქროს ბურთის“ დაჯილდოების შედეგები შეაფასა და „პარი სენ-ჟერმენი“ საკუთარი ფეხბურთელების მხარდასაჭერად წარმოებული კამპანიის გამო გააკრიტიკა.

მისი აზრით, პარიზულ კლუბს რამდენიმე კანდიდატის ნაცვლად მთელი ყურადღება ერთ ფეხბურთელზე, „ოქროს ბურთის“ მოქმედ მფლობელ უსმან დემბელეზე უნდა გაემახვილებინა.

„„პარი სენ-ჟერმენმა“ ჩემპიონთა ლიგა ზედიზედ ორჯერ მოიგო, თუმცა ხვიჩა კვარაცხელია მეექვსე ადგილზე გავიდა, უსმან დემბელე – მეშვიდეზე, ფაბიან რუისი კი – მეათეზე.

ჩემი აზრით, „პარი სენ-ჟერმენის“ კამპანია საკმარისად მკაფიო არ იყო. თავდაპირველად კლუბი სამი ფეხბურთელის კანდიდატურას უჭერდა მხარს, შემდეგ კი – ორის.

ვფიქრობ, პარიზელებს მთელი ძალისხმევა ერთი ფეხბურთელის გამარჯვებისთვის უნდა მიემართათ. ჩემი აზრით, ეს მოთამაშე „ოქროს ბურთის“ მოქმედი მფლობელი უსმან დემბელე უნდა ყოფილიყო“, – განაცხადა გარსიამ L’Équipe du Soir-ის ეთერში.

2026 წლის „ოქროს ბურთის“ გამარჯვებული მიუნხენის „ბაიერნისა“ და ინგლისის ნაკრების თავდამსხმელი ჰარი კეინი გახდა.

ხვიჩა კვარაცხელიამ მეექვსე ადგილი დაიკავა, რაც ქართული ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესო შედეგია. ამასთან, ქართველი შემტევი „პარი სენ-ჟერმენის“ ფეხბურთელებს შორის ყველაზე მაღალ პოზიციაზე გავიდა.

პირველი არხი