Alphabet-ისა და Amazon-ის მიერ მხარდაჭერილმა ხელოვნური ინტელექტის კომპანია Anthropic-მა გუშინ საკუთარი AI-მოდელისათვის, Claude-ისათვის ახალი ხელსაწყო წარადგინა, რაც კომპანიებისათვის იურიდიული საკითხების, ფინანსური ანალიზისა და კლიენტთა მომსახურების ავტომატიზაციას ამარტივებს. აღნიშნული სიახლის ფონზე კი გლობალურ ბირჟებზე განთავსებული პროგრამული უზრუნველყოფის კომპანიების აქციათა ფასები მნიშვნელოვნად შემცირდა. ჯამში გლობალურ ბირჟებზე ამ კომპანიებმა $1 ტრილიონი დაკარგეს.
უფრო კონკრეტულად, Anthropic-მა Claude-ის AI-აგენტის ხელსაწყო Cowork-ისთვის განახლება გამოუშვა, რომელიც ისეთი დავალებების ავტომატიზების შესაძლებლობას იძლევა, როგორიცაა: კლიენტთა მომსახურება, პროდუქტის მენეჯმენტი, მარკეტინგი, იურიდიული და მონაცემთა ანალიზი და სხვა.
Anthropic-ის განცხადებით, ახალ ხელსაწყოს ფინანსური შედეგების ანგარიშის შექმნა, გაყიდვების პროგნოზის კვლევა, გაყიდვების ზარებისთვის მომზადებაში დახმარება, კლიენტთა მომსახურების სავარაუდო პასუხების გამზადება, გაუთქმელობის ხელშეკრულებების შეფასება, კონტრაქტების გადახედვა და ფინანსური მოდელების აგება შეეძლება.
გთავაზობთ იმ კომპანიების ჩამონათვალს, რომელთა აქციების ფასებიც აღნიშნული ხელსაწყოს წარდგენის შემდეგ მნიშვნელოვნად შემცირდა:
- Oracle (-4.2%)
- Adobe (-2.6%)
- Salesforce (-3.3%)
- Thomson Reuters (-2.4%)
- Atlassian (-3%)
- LegalZoom.com (-3.3%)
- Equifax (-3.8%)
- Intuit (-4.8%)
- HubSpot (-6%).
- Apollo Global Management (-2.4%)
- KKR (-2.2%)
- Blue Owl Capital (-1.4%)
- Ares Management (-2.6%)
- Blackstone (-3.2%)
- RELX (-3.2%)
- Wolters Kluwer (-1.0%).
- Tata Consultancy Services (-7.0%)
- Infosys (-2.4%)
- HCLTech (-4.5%)
- Tech Mahindra (-4.5%)
- Wipro (-3.7%)
- Nomura Research (-7.6%)
- Fujitsu (-2.2%)
- NEC (-8.7%)