პოლონეთში ნავთობსადენ „დრუჟბის“ ადრე დაზიანებული მონაკვეთის აღდგენის შემდეგ კვლავ განახლდა რუსული ნედლეულის მიწოდება ევროპაში. როგორ ნავთობსადენის პოლონელი ოპერატორი კომპანია „პერნი“ იუწყება, დაზიანებული მონაკვეთის მუშაობა სრული დატვირთვით 7 აგვისტოს, საღამოს, განახლდა.
ახლა კომპანიის მთავარი ყურადღება ტერიტორიის გაწმენდასა და სათანადო მდგომარეობაში მოყვანაზე იქნება ორიენტირებული. „პერნის“ გარემოს დაცვის სამსახურები, სპეციალიზებულ სამელიორაციო კომპანიასთან ერთად, ადგილზე რჩებიან, - ნათქვამია ოპერატორის განცხადებაში.
კომპანიამ შექმნა კომისია, რათა გაერკვია გაჟონვის გამომწვევი მიზეზები.
მილსადენ „დრუჟბის“ ორიდან ერთ ხაზზე, რომლის მეშვეობითაც ნედლი ნავთობი მიეწოდება გერმანიას, 5 აგვისტოს ქალაქ ჰოდეხთან მილსადენის მონაკვეთის დეჰერმეტიზება გამოვლინდა.
მაგრამ „დრუჟბის“ მეორე ხაზი უცვლელად განაგრძობდა ფუნქციონირებას.
radiotavisupleba.ge