ევროკომისია დათანხმდა უკრაინიდან მზესუმზირას ზეთის იმპორტზე აკრძალვის დაწესებაზე, მაგრამ მხარი დაუჭირა მისი ტრანზიტის შენარჩუნებას.
ამის შესახებ პოლონური მედია პოლონეთის სოფლის მეურნეობის მინისტრ რობერტ ტელუსის განცხადებაზე დაყრდნობით იუწყება. მისი თქმით, პოლონეთი არ იტყვის უარს უკრაინული იმპორტის ცალმხრივ ბლოკადაზე, სანამ მისი პირობები არ დაკმაყოფილდება.
„ჩვენ არ დავთმობთ ჩვენს ქმედებებს, თუ არ მივიღებთ შესაბამის ინსტრუმენტებს, რომლებიც გარანტიას იძლევა, რომ პოლონელი ფერმერი იქნება უსაფრთხოდ, როდესაც საქმე ეხება ვაჭრობას, საქონლის ნაკადს უკრაინიდან პოლონეთში,” - თქვა ტელუსმა მოლაპარაკებების შემდეგ.
სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ ევროკავშირმა გააუქმა ყველა ტარიფი და კვოტა უკრაინული მარცვლეულის ტრანზიტზე. გავრცელდა ინფორმაცია, რომ ფერმერებმა პოლონეთიდან, რუმინეთიდან, უნგრეთიდან, ბულგარეთიდან და სლოვაკეთიდან მათ ბაზრებზე უკრაინული მარცვლეულის შემოდინების გამო 417 მილიონი ევრო დაკარგეს.
უკვე 15 აპრილს პოლონეთმა აკრძალა უკრაინიდან მარცვლეულისა და სხვა საკვების იმპორტი და ასევე გადაწყვიტეს ტრანზიტის აკრძალვა.
შემდგომში იმპორტის აკრძალვა გამოცხადდა უნგრეთსა და სლოვაკეთში, თუმცა ტრანზიტის შენარჩუნების პირობა დაიდო. ევროკომისიამ სამი ქვეყნის გადაწყვეტილებას მიუღებელი უწოდა.
მოლაპარაკებების შემდეგ პოლონეთმა პირობა დადო, რომ მარცვლეულის ტრანზიტის განახლებას განიხილავდა. თუმცა, ევროკომისია დათანხმდა ხორბლის, სიმინდის, რაფსის და მზესუმზირას იმპორტის აკრძალვას.