პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა დონალდ ტუსკმა განაცხადა, რომ პოლონეთის 2025 წლის ბიუჯეტში თავდაცვისთვის რეკორდული თანხები გამოიყოფა.

პოლონეთის ფინანსთა მინისტრი ანდჟეი დომანსკი ამბობს, რომ ახალი 186 მილიარდი ზლოტის, ანუ დაახლოებით 43 მილიარდი ევროს შეთავაზება მშპ-ს 4,7%-ს შეადგენს.
ეს არის 0.6-პროცენტიანი ზრდა წინა წელთან შედარებით, რითაც პოლონეთი უკვე მოწინავე ადგილზე იყო ნატოსა და ევროკავშირის შორის თავდაცვითი ხარჯების თვალსაზრისით.

პოლონეთის პრემიერ-მინისტრი დონალდ ტუსკი ამბობს, რომ ბიუჯეტში გათვალისწინებულია თანხები მშენებლობისთვის, რომ ააშენებენ იმას, რაც საჭიროა პოლონეთის უსაფრთხოებისთვის და ენერგეტიკული მდგრადობის თვალსაზრისით და ამიტომ გადაწყვიტეს დახარჯონ რეკორდული რაოდენობის თანხა თავდაცვაზე, რაც 190 მილიარდ ევროს შეადგენს.

პოლონეთი ომში ჩართულ უკრაინას ესაზღვრება, ამიტომ ქვეყნისთვის უსაფრთხოება მთავარი პრიორიტეტია.

უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, პოლონეთმა სამხედრო ტექნიკის მნიშვნელოვანი შესყიდვები განახორციელა, მათ შორის საბრძოლო თვითმფრინავები, ტანკები, სარაკეტო თავდაცვის სისტემები შეერთებული შტატებიდან და სამხრეთ კორეიდან.

ბიუჯეტის გეგმა განიხილება პროფკავშირებთან და ჯერ კიდევ საჭიროებს დამტკიცებას პოლონეთის კანონმდებლებისა და პრეზიდენტის ანჯეი დუდასგან.

წყარო: euronewsgeorgia