რუსეთის ეკონომიკური პარამეტრები თანდათან უფრო მეტად არაჯანსაღი ხდება.

რუსეთის ცენტრალურმა ბანკმა მაღალი ინფლაციის გამო ერთი პროცენტით გაზარდა რეფინანსირების განაკვეთი, ანუ ის პროცენტი, რა პროცენტშიც ცენტრალური ბანკი სესხებს გასცემს კომერციული ბანკებისთვის, რომლებიც თავის მხრივ უკვე ფულს სესხად აძლევენ მოქალაქეებსა და ბიზნესს.

ამჟამად რეფინანსირების განაკვეთი რუსეთში 19%-ს შეადგენს. როგორც რუსეთის ცენტრალურ ბანკში განმარტავენ, შიდა მოთხოვნა საქონელზე კვლავ მნიშვნელოვნად აჭარბებს მიწოდებას.

ინფლაციის მიზნობრივი მაჩვენებელი რუსეთში 2025 წლისთვის 4%-ია, თუმცა ამჟამად წლიური ინფლაცია 9%-ს ცდება. ამავდროულად კი, რუსეთის ეკონომიკა განაგრძობს ზრდას ნავთობის ექსპორტიდან მიღებული შემოსავლებითა და სამხედრო დანახარჯების ფონზე.

წყარო: euronewsgeorgia