ევროკომისია რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-19 პაკეტის წინადადებების წარდგენას 19 ან 22 სექტემბერს გეგმავს, იტყობინება Politico ორ დიპლომატიურ წყაროზე დაყრდნობით. მათი თქმით, ევროკომისიამ ეს თარიღები ევროკავშირის ქვეყნების მუდმივ წარმომადგენლებს წინა დღეს აცნობა. ამავდროულად, რიგი ოფიციალური პირები კვლავ იმედოვნებენ, რომ შემდეგი სანქციების პაკეტის წარდგენა ამ თარიღებამდე იქნება შესაძლებელი, აღნიშნავს გამოცემა.
გუშინ გამოცემა Handelsblatt–მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ევროკომისიის წინადადებები შემდეგი სანქციების პაკეტის შესახებ, სავარაუდოდ, პარასკევს უნდა წარდგენილიყო. Bloomberg–ი იტყობინებოდა, რომ პრეზენტაცია გადაიდო, რადგან ევროკავშირმა ახალი წინადადებები G7-ის პრიორიტეტებს უნდა შეუსაბამოს.