კრემლმა ევროკავშირის ანტირუსული სანქციების მე-14 პაკეტი უკანონოდ გამოაცხადა და მათ „ორლესლიანი მახვილი“ უწოდა.

„ჩვენ მიგვაჩნია, რომ ეს შეზღუდვები უკანონოა, ჩვენ კატეგორიული წინააღმდეგი ვართ, დარწმუნებულები ვართ, რომ ეს არის „ორლესლიანი მახვილი“, - განაცხადა რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა, ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ, რომელიც სანქციების ახალ, მე-14 პაკეტს ეხება.

როგორც მან აღნიშნა, „ეს შეზღუდვები ბევრ რამეში ბუმერანგის ეფექტს იქონიებს იმ ქვეყნების ინტერესებისთვის, რომლებმაც ისინი შემოიღეს“.