პარიზის წრიულ გზაზე (Boulevard Périphérique) 50 კმ/სთ სიჩქარის ლიმიტმა სულ რაღაც ერთ წელიწადში შეამცირა ჰაერის დაბინძურება, ხმაური და საცობები. გასული წლის ოქტომბრამდე ამ გზაზე სიჩქარის შეზღუდვა 70 კმ/სთ იყო – ამის შესახებ „ევროპულსი“ წერს.
დაბალი სიჩქარით მოძრაობისას (მაგალითად, 30–50 კმ/სთ 80+-ის ნაცვლად), მძღოლები ნაკლებად არიან მიდრეკილნი მოულოდნელი გასწრების ან ზოლის შეცვლისკენ, რადგან მანქანებს შორის მანძილი მცირდება და ავარიის რისკი იზრდება. ეს ამცირებს ტალღურ ეფექტს, როდესაც ერთი მანქანის დამუხრუჭება ჯაჭვურ რეაქციას იწვევს. აგრესიული მანევრირება (ანუ ზოლის მკვეთრი შეცვლა) საცობების ერთ-ერთი მთავარი გამომწვევი მიზეზია. დაბალი სიჩქარით მოძრაობისას ეს ფიზიკურად უფრო რთული ხდება: ნაკლები ადგილია გასწრებისთვის და აჩქარებაც უფრო მოკლეა.
ფრანგული ჰაერის ხარისხის მონიტორინგის დამოუკიდებელი ორგანიზაციის, Airparif-ის მონაცემებით, აზოტის დიოქსიდის კონცენტრაცია, რომელიც ძირითადად საავტომობილო ტრანსპორტით გამოყოფილი დამაბინძურებელია, მიმდებარე ტერიტორიებზე შემცირდა. ხმაურის დონე საშუალოდ 44%-ით შემცირდა.