ამერიკულმა მედიაჰოლდინგმა Paramount Global-მა დაადასტურა, რომ შესყიდვის შეთავაზება მიიღო მილიარდერისგან, ჩამწერი კომპანია Warner Music Group-ის ყოფილი ხელმძღვანელისგან, ედგარ ბრონფმან უმცროსისგან. 

ივლისში ცნობილი გახდა, რომ Paramount – მა შეათანხმა Skydance Media-სთან შერწყმა. შერწყმის შეთანხმება მოიცავდა Paramount – ის უფლებას მოითხოვოს და განიხილოს ალტერნატიული წინადადებები 45 დღის განმავლობაში.

ეს ვადა ოთხშაბათს საღამოს ამოიწურა, თუმცა ინვესტორების კონსორციუმთან დაკავშირებით, რომელთა სახელითან მოქმედებს ბრონფმანი, ვადა ხელშეკრულების შესაბამისად გაგრძელდა 5 სექტემბრამდე. 

წყარო: interfax