Pantone Color Institute-მა 2024 წლის მთავარი ფერი დაასახელა. ეს არის Peach Fuzz  ,,ნაზი ხავერდოვანი ატმისფერი'' (13-1023 Peach Fuzz).

The Washington Post ციტირებს Pantone-ის აღმასრულებელ დირექტორს, ლეატრის ისემანს, რომ ,,ფერს მოაქვს ერთიანობასთან კუთვნილების, მზრუნველობისა და სულის ძიების გრძნობა''. 

Pantone თვლის, რომ Peach Fuzz საუბრობს თანაგრძნობაზე და მისი მგრძნობელობა აერთიანებს ადამიანებს.

2024 წელს 25 წელი შესრულდება მას შემდეგ, რაც Pantone-მა წლის ფერი აირჩია. 2023 წელს, წლის ფერად დასახელდა მუქი ვარდი Viva Magenta.