პანამის პრეზიდენტმა, რაულ მულინომ აშშ-ის სახელმწიფო მდივანთან, მარკო რუბიოსთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ პანამის არხის სუვერენიტეტის საკითხი დებატებს არ ექვემდებარება, - ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.
ამასთან, რაულ მულინომ მარკო რუბიოს განუცხადა, რომ განიხილა ვაშინგტონის შეშფოთება პეკინის სავარაუდო გავლენის შესახებ.
მისივე თქმით, პანამა არ განაახლებს 2017 წლის ურთიერთგაგების მემორანდუმს, რომელიც ჩინეთის „ერთი სარტყელი - ერთი გზის“ ინიციატივაში ჩართვას გულისხმობს და დასძინა, რომ შეთანხმება პეკინთან, შეიძლება, ვადამდე ადრე დასრულდეს.
მულინომ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ პანამა შეეცდება იმუშაოს აშშ-სთან ახალ ინვესტიციებზე, მათ შორის ინფრასტრუქტურულ პროექტებზე.
„ვფიქრობ, ეს ვიზიტი ხსნის კარს ახალი ურთიერთობების დასამყარებლად და ხელს შუწყობს მაქსიმალურად გაზარდოს აშშ-ის ინვესტიციები პანამაში“, - განაცხადა პანამის პრეზიდენტმა.
შეგახსენებთ, მარკო რუბიო პანამას გუშინ ეწვია და პრეზიდენტ რაულ მულინოს შეხვდა.