პაკისტანის ყოფილი პრემიერ-მინისტრი იმრან ხანი სასამართლოდან გირაოს საფუძველზე გაათავისუფლეს.
სასამართლოს გარეთ გამკაცრებული უსაფრთხოების ზომების მიუხედავად, პოლიციასა და ხანის მხარდამჭერებს შორის პერიოდულად დაპირისპირება ხდებოდა.
შეგახსენებთ, რომ პაკისტანის უზენაესმა სასამართლომ იმრან ხანის დაკავება უკანონოდ 11 მაისს ცნო, თუმცა, უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე, ის დაკავების იზოლატორში მაინც დატოვეს.