სოციალური მედიის მომხმარებლების უმეტესობა აზიარებს ახალი ამბების ბმულებს ინტერნეტში ისე რომ არც კი კითხულობს სტატიას – ამის შესახებ ნათქვამია ახალ კვლევაში.

2017 წლიდან 2020 წლამდე, აშშ-ს უნივერსიტეტების მკვლევრებმა გააანალიზეს 35 მილიონზე მეტი საჯარო პოსტი ფეისბუქზე, ვებსაიტების URL-ებით ამერიკის პოლიტიკური ციკლის საკვანძო მომენტებში.

მათ აღმოაჩინეს, რომ ამ გამოქვეყნებული ბმულების 75 პროცენტი გაზიარებული იყო დაწკაპუნების გარეშე. მაგალითად, მომხმარებელმა შესაძლოა გადაპოსტოს ახალი ამბების სათაური, რეზიუმე ან მოწონებების რაოდენობა შინაარსის წაკითხვის ან ფაქტების გადამოწმების გარეშე.

ვრცლად euronews – ზე