ავსტრიის ბუნდესლიგის მე-10 ტურში გრაცის „შტურმმა“ გასვლით შეხვედრაში „ლინცი“ 4:3 დაამარცხა. სტუმართა ქართველმა ნახევარმცველმა, ოთარ კიტეიშვილი 63-ე წუთზე საგოლე გადაცემა შეასრულა, ხოლო 87-ე წუთზე თავადაც გაიტანა და შეხვედრის საბოლოო შედეგი დააფიქსირა.

ანალიტიკურმა გვერდმა, Sofascore-მა კიტეიშვილი მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელა და ტურის სიმბოლურ გუნდშიც შეიყვანა.

ავსტრიის ბუნდესლიგის მიმდინარე სეზონში კიტეიშვილმა 7 შეხვედრაში 6 გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა შეასრულა. მან თავი ასევე გამოიჩინა ევროპის ლიგასა და ავსტრიის თასზე. ჯამში, „შტურმის“ მაისურით ჩატარებულ 11 მატჩში ქართველ ფეხბურთელს 10 გოლი დაუგროვდა.



პირველი არხი