ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი შეხვდა აზიის განვითარების ბანკის ვიცე-პრეზიდენტ ინგმინ იანგს, რომელიც საქართველოში ვიზიტით იმყოფება.

 

შეხვედრას დაესწრნენ ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე, აზიის განვითარების ბანკის საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობის დირექტორი ლესლი ბეარმან ლამი.

 

მხარეებმა მიმოიხილეს საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის წარმატებული თანამშრომლობის ისტორია, ბანკის მიერ მხარდაჭერილი მიმდინარე და სამომავლო პროექტები.

 

ფინანსთა მინისტრმა ბანკის ვიცე-პრეზიდენტს მადლობა გადაუხადა იმ წვლილისთვის, რომელიც ADB-ის შეაქვს საქართველოს ეკონომიკის მდგრადი განვითარებისთვის.

 

შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოს ეკონომიკურ მდგომარეობას, მიმდინარე და საშუალოვადიან პროგნოზებს.

 

თავის მხრივ, ADB-ის ვიცე-პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა საქართველოსთან პარტნიორობის მნიშვნელობას, როგორც ორმხრივ ისე რეგიონულ ჭრილში და იმედი გამოთქვა, რომ თანამშრომლობა მომავალში კიდევ უფრო განვითარდება.

ინფორმაციას ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს