საქართველოში 2025 წლის სამი კვარტალის მონაცემებით, საერთაშორისო მოგზაურობიდან შემოსავლების რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა და 3,637,761,827 აშშ დოლარი შეადგინა.

2025 წლის იანვარი-სექტემბრის მონაცემებით, საერთაშორისო ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავლებმა 2024 წლის მონაცემებს 5.1%-ით გადააჭარბა. (176 მლნ აშშ. დოლარი)

იანვარი-სექტემბრის პერიოდში საერთაშორისო ტურიზმიდან მიღებული შემოსავლების რეკორდული მაჩვენებლები დაფიქსირდა ევროკავშირის ქვეყნებიდან და დიდი ბრიტანეთიდან, ასევე ისრაელიდან.

ევროკავშირის ქვეყნებიდან და დიდი ბრიტნეთიდან გაიზარდა 58.8 მლნ. აშშ. დოლარით, რაც 12.9%-ით მეტია 2024 წელთან შედარებით და 515.2 მლნ. აშშ. დოლარი შეადგინა.

ისრაელიდან გაიზარდა 107.6 მლნ. აშშ. დოლარით,  რაც 33.4%-ით მეტია 2024 წელთან შედარებით და 430.1 მლნ. აშშ შეადგინა,

შემოსავლების მნიშვნელოვანი ზრდა დაფიქსირდა შემდეგი ქვეყნებიდან:

აზერბაიჯანიდან გაიზარდა 41.8 მლნ. აშშ. დოლარით, რაც  32.8%-ით მეტია 2024 წელთან შედარებით  და 169 მლნ. აშშ. დოლარი შეადგინა,

საუდის არაბეთიდან გაიზარდა 16.6 მლნ. აშშ. დოლარით, რაც 15.3%-ით მეტია 2024 წელთან შედარებით და 124.7 მლნ. აშშ. დოლარი შეადგინა,

საერთაშორისო ტურიზმიდან შემოსავლების განსაკუთრებული ზრდა დაფიქსირდა მესამე კვარტალშიც.

2025 წლის ივლისი-სექტემბრის პერიოდში,  საერთაშორისო მოგზაურობიდან მიღებული შემოსავლების ისტორიული, რეკორდული კვარტალური მაჩვენებელი დაფიქსირდა და  1.7 მილიარდი აშშ. დოლარი შეადგინა.

2025 წლის მესამე კვარტალის ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავლებმა 2024 წლის მონაცემებს 6.6%-ით გადააჭარბა. (103 მლნ აშშ. დოლარი)

ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს