ამერიკული საკვების, სასმელების და საკონდიტრო ნაწარმის მწარმოებელმა Mondelez-მა რუსეთში საქმიანობის შეზღუდვის შესახებ განაცხადა. ამის შესახებ „ამერიკის ხმა" წერს. კომპანია თვითკმარი მიწოდების ჯაჭვით წლის ბოლომდე რუსეთის ბაზარზე ცალკე ბიზნესის შექმნას გეგმავს.
Mondelez-მა ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც ჩიკაგოში დაფუძნებულ მწარმოებელს რუსეთის ბაზარზე ყოფნის გამო, სკანდინავიის ქვეყნებში მნიშვნელოვანი კორპორაციული სირთულეები შეექმნა.
კომპანიამ განაცხადა, რომ ახალი კაპიტალის ინვესტიციები, პროდუქტების გაშვება და სარეკლამო ხარჯები რუსულ მედიაში უკვე შეაჩერა.
„ამ ქმედებების შედეგად… ჩვენი იმპორტის მთლიანი მოცულობაც და ბაზრის წილიც მნიშვნელოვნად შემცირდა“, – ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.
Mondelez აწარმოებს ისეთი ბრენდების პროდუქციას, როგორიცაა Oreo, Toblerone, Milka, 7 day, Barney და სხვა.