ოქროს გლობუსის პრემია გაიყიდა, მისი ახალი მფლობელი კი, შესყიდვის შემდგომ, ჰოლივუდის უცხოური პრესის ასოციაციის (HFPA) დახურვას გეგმავს.
ოქროს გლობუსის პრემიის ახალი მფლობელია Eldridge Industries-ია, რომელმაც აქტივები Dick Clark Productions-თან (DCP) თანამშრომლობით შეიძინა. გავრცელებული პრესრელიზის თანახმად, DCP-ი განაგრძობს პრემიის ტელეგადაცემის მართვას და მთავარ ყურადღებას, მსოფლიო მასშტაბით, დაჯილდოების მაყურებელთა რაოდენობის გაფართოებაზე გაამახვილებს.
არსებული დაძაბულობის ფონზე, 2022 წელს, აშშ-ის სატელევიზიო ქსელმა, NBC-მ ოქროს გლობუსის დაჯილდოების ტრანსლაციაზე უარი განაცხადა. 2021 წელს Los Angeles Times-ის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ორგანიზაციას არცერთი შავკანიანი ჟურნალისტი არ ჰყავდა დასაქმებული, რის გამოც, HFPA-ის ზოგიერთი წევრი ეთიკური და რასისტული ნიშნით დისკრიმინაციაში დაადანაშაულეს.