ოქრო ფასი უნციაზე $1,960-მდე გაიზარდა, რაც, დოლარის საერთო შესუსტების ფონზე, უმაღლესი ნიშნულია ბოლო ერთი თვის განმავლობაში, რადგან აშშ-ში ინფლაციის შენელებამ გააჩინა იმედი, რომ ფედერალური სარეზერვო სისტემა პოლიტიკის გამკაცრების ციკლის დასასრულს უახლოვდება. ამის შესახებ Trading Economics იტყობინება.
„მიმდინარე თვეში აშშ-ის ცენტრალური ბანკი საპროცენტო განაკვეთებს სავარაუდოდ 25 საბაზისო პუნქტით გაზრდის, მაშინ როცა მოვაჭრეებმა თავიანთი პროგნოზები განაკვეთების შემდგომი ზრდის შესახებ წელს შეამცირეს. ინვესტორები მოუთმენლად ელიან აშშ-ს ახალ მონაცემებს და კორპორაციული მოგების ანგარიშებს მსხვილი ამერიკული კომპანიებისგან ეკონომიკის შესახებ მეტი ინფორმაციის მისაღებად.
ანალიტიკოსების მოლოდინების თანახმად, ევროპის ცენტრალური ბანკი და ინგლისის ბანკი მალე გააგრძელებენ მონეტარული პოლიტიკის გამკაცრებას ინფლაციის შესამცირებლად.
მეორე მხრივ, მონაცემებმა აჩვენა, რომ ჩინეთის ეკონომიკა 6.3%-ით გაიზარდა მეორე კვარტალში, რაც ანალიტიკოსების მოლოდინზე - 7.3%-ზე ნაკლებია.