ოქროს ფიუჩერსები ხუთშაბათს გაიზარდა, წინა სესიაზე თითქმის ოთხი წლის განმავლობაში ყველაზე მკვეთრი ვარდნის შემდეგ.

Comex-ის ბირჟაზე ივნისის ოქროს ფიუჩერსები გაიზარდა 1,5%-ით და 3343 დოლარს შეადგენს ტროას უნციაზე. ამ კვირის დასაწყისში ოქროს ფასი უნციაზე 3500 დოლარს აჭარბებდა.

Dow Jones Market Data-ის მიხედვით, ძვირფასი ლითონის ფასი ოთხშაბათს 3,7%-ით დაეცა – ყველაზე სწრაფი ტემპით 2021 წლის ივნისის შემდეგ. 

ვარდნა გამოწვეული იყო ინვესტორების ინტერესის ცვლით უფრო სარისკო აქტივებისკენ მას შემდეგ, რაც ვაშინგტონმა და პეკინმა გამოხატეს მზადყოფნა სავაჭრო შეთანხმებაზე მოლაპარაკებისთვის.

მოკლევადიან პერსპექტივაში ოქრო შეიძლება კიდევ 100 დოლარით გაიაფდეს, თქვა მაიკლ არმბრუსტერმა, საბროკერო ფირმა Altavest-ის თანადამფუძნებელმა და მმართველმა პარტნიორმა. ამასთან, ის მიიჩნევს, რომ საერთო აღმავალი ტენდენცია გაგრძელდება. ”არაფერი არ ნიშნავს იმას, რომ $3,500 არის ოქროს ლიმიტი”, - განუცხადა მან MarketWatch-ს.

წყარო: interfax