OPEC+-ის შვიდმა წევრმა ქვეყანამ გადაწყვიტა ივლისში ნავთობის წარმოების კვოტების გაზრდა დღეში 188 ათასი ბარელით, – ნათქვამია OPEC-ის პრესრელიზში.
ამგვარად, ალიანსის ივლისის თვის მთლიანი კვოტა დღეში 35.83 მილიონი ბარელი იქნება, გარიგების დამრღვევთა კომპენსაციის გამოკლებით.
შვიდი ქვეყნის მინისტრების შემდეგი შეხვედრა 5 ივლისს არის დაგეგმილი.