OPEC+-ის შვიდმა წამყვანმა წევრმა დეკემბრისთვის ნავთობის მოპოვების სამიზნე მაჩვენებლების უცვლელად დატოვების გადაწყვეტილება მიიღო. Reuters-ის ინფორმაციით, ეს მოლოდინს ადასტურებს, რომ მოპოვების პოლიტიკაში შემდგომი ცვლილებები 2027 წლამდე არ იგეგმება.

გადაწყვეტილება ონლაინ შეხვედრაზე საუდის არაბეთმა, რუსეთმა, ერაყმა, ქუვეითმა, ალჟირმა, ყაზახეთმა და ომანმა მიიღეს. მიუხედავად იმისა, რომ სპარსეთის ყურის ქვეყნებმა ექსპორტის ზრდა შეძლეს, ირანის ომით გამოწვეული შეფერხებების გამო, მათი უმეტესობა ნავთობს კვლავ დადგენილ სამიზნე მაჩვენებლებზე ნაკლები მოცულობით მოიპოვებს.

OPEC+-ის 21 წევრი ქვეყანა 29 ნოემბერს შეიკრიბება, რათა 2027 წლის მოპოვების კვოტები განსაზღვროს. Reuters-ის ცნობით, ჯგუფს გადაწყვეტილების მიღება მოუწევს ირანის ომის, ჰორმუზის სრუტის გავლით მიწოდების აღდგენისა და ბაზარზე შესაძლო ჭარბი მიწოდების რისკების გათვალისწინებით.