ოლაფ შოლცმა დაადასტურა საქართველოს მხარდაჭერა ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე, – ამის შესახებ Twitter-ზე საქართველოში გერმანიის ელჩი პეტერ ფიშერი წერს. მისი თქმით, გერმანია ურყევად უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტს საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.

„გერმანიის კანცლერმა საქართველოს პრემიერ მინისტრთან შეხვედრაზე დაადასტურა საქართველოს მხარდაჭერა ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე, სწრაფი და გაბედული რეფორმების საჭიროება მომდევნო კვირებში. რუსეთის უკრაინაში შეჭრის შედეგების შესახებ საუბრისას აღინიშნა, რომ გერმანია ურყევად უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტს საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში“, – წერს ელჩი.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გერმანიის ფედერალურ კანცლერს, ოლაფ შოლცს 9 ივნისს ბერლინში, სამუშაო ვიზიტის ფარგლებში შეხვდა.