ამერიკელი მაიკლ კრემერი, ეკონომიკაში ნობელის პრემიის ლაურეატი, მსოფლიო ბანკის მთავარ ეკონომისტად დაინიშნა.
მსოფლიო ბანკის პრესრელიზის თანახმად, ის თანამდებობას 1 ოქტომბერს დაიკავებს.
კრემერმა, რომელიც წელს 62 წლის ხდება, ეკონომიკის დოქტორის ხარისხი ჰარვარდის უნივერსიტეტში მიიღო და ამჟამად ჩიკაგოს უნივერსიტეტის პროფესორია.