ნიდერლანდურმა ჩარტერულმა ავიაკომპანიამ Corendon Dutch Airlines-მა წარმოადგინა მსოფლიოში პირველი თვითმფრინავი რეკორდული მასშტაბის ტატუთი. ნახატი დატანილია Boeing 737-9 MAX თვითმფრინავის თითქმის მთელ ფიუზელაჟზე და მოიცავს 200 კვადრატულ მეტრ ფართობს.
ავიაკომპანიამ გადაწყვიტა ამ უჩვეულო დიზაინით აღენიშნა ტურისტული ბრენდის Corendon-ის 25 წლის იუბილე, რომელიც ახორციელებს ფრენებს ევროპის ქალაქებიდან ზღვისპირა კურორტებზე.
„ტატუს“ ესკიზი შექმნა ჰენკ შიფმახერმა, რომელიც მუშაობდა მსოფლიო ვარსკვლავებთან, როგორებიცაა ლედი გაგა, კურტ კობეინი, ადამ ლევინი, ასევე მუსიკალური ჯგუფების Pearl Jam და Red Hot Chili Peppers.