ნიდერლანდებში გადაწყვიტეს შეამცირონ საპენსიო ასაკი მათთვის, ვინც სამსახურში მძიმე ფიზიკურ შრომას ახორციელებს. „ევროპულსის“ ინფორმაციით, ამ საკითხზე პროფკავშირები, დამსაქმებლები და მთავრობა შეთანხმდნენ.

ნიდერლანდებში საპენსიო ასაკი 66 წელია – ის ერთნაირი მამაკაცებისთვის და ქალებისთვის. მოსალოდნელია, რომ ფიზიკურად რთული სამუშაოს მქონე მუშები პენსიაზე გასვლას სამი წლით ადრე შეძლებენ.

კონკრეტულად ვინ მოხვდება „მძიმე ფიზიკური შრომის მუშაკების“ კატეგორიაში, მოლაპარაკებების დროს დადგინდება. დამსაქმებლები და პროფკავშირები ასევე განიხილავენ, უნდა იყოს თუ არა შემოსავლის ლიმიტი ამ კატეგორიაში ჩართვისთვის.

მასობრივად ვადამდელ პენსიაზე გასვლის თავიდან ასაცილებლად, მთავრობამ შესთავაზა ასეთი მუშაკების რაოდენობის შეზღუდვა წელიწადში 15 ათას ადამიანამდე. ეს ხელს შეუწყობს შრომის ბაზარზე ბალანსის შენარჩუნებას.