თებერვალში მსოფლიოში ნავთობისა და გაზის აქტიური პლატფორმების რაოდენობა გაიზარდა კანადის ხარჯზე – მონაცემებს ამერიკული ნავთობსაბადოების მომსახურების კომპანია Baker Hughes-ი ავრცელებს.

გასულ თვეში საშუალოდ 1741 პლატფორმა მუშაობდა მთელ მსოფლიოში, იანვრის 1,696-თან შედარებით. ამავდროულად, თებერვლის დონე 71-ით დაბალია 2024 წლის იმავე თვის მაჩვენებელზე.

შეერთებულ შტატებში, თებერვალში პლატფორმების რაოდენობა წინა თვესთან შედარებით გაიზარდა რვით, 590-მდე. კანადაში ეს რიცხვი გაიზარდა 38-ით, 247-მდე.

წყარო: interfax