საერთაშორისო სავალუტო ფონდის მმართველმა დირექტორმა კრისტალინა გეორგიევამ ქვეყნებს ურჩია, მოემზადონ ახალი შოკებისთვის, რომლებიც ირანზე აშშ-სა და ისრაელის თავდასხმების შემდეგ ენერგეტიკული კრიზისის მსგავსი იქნება. მან ეს განცხადება ტოკიოში, იაპონიის ფინანსთა სამინისტროს სიმპოზიუმზე გააკეთა.
„გლობალური ეკონომიკა განიცდის ღრმა ცვლილებებს - ტექნოლოგიებსა და დემოგრაფიულ მაჩვენებლებში, გეოპოლიტიკასა და ვაჭრობაში, კლიმატში - და ერთდროულად ერთი შოკი მეორის მიყოლებით დგას. ექვსნახევარი წლის განმავლობაში რაც საერთაშორისო სავალუტო ფონდის სათავეში ვარ, ჩვენ გადავიტანეთ COVID, უკრაინაში ოთხი წლის ომი, ცხოვრების ხარჯების კრიზისი და ბევრი სხვა.
თუ, როგორც ყველანი ვიმედოვნებთ, [ირანში] კონფლიქტი მალე დასრულდება, დარწმუნებული იყავით: მალე ახალი შოკი დადგება. ჩემი რჩევა მსოფლიოს პოლიტიკის შემქმნელებს ამ ახალ გლობალურ გარემოში - დაფიქრდით წარმოუდგენელზე და მოემზადეთ მისთვის“, - თქვა გეორგიევამ.
საერთაშორისო სავალუტო ფონდი ვარაუდობს, რომ ნავთობის ფასების ყოველი 10%-იანი ზრდა - თუ ეს წლის უმეტესი პერიოდის განმავლობაში შენარჩუნდება - გლობალურ ინფლაციას 40 საბაზისო პუნქტით გაზრდის და გლობალურ წარმოებას 0.1-0.2%-ით შეამცირებს.