ევროკავშირში ბუნებრივი აირის ფასებმა 2022 წლის ენერგეტიკული კრიზისის შემდეგ ყველაზე დიდი ზრდა აჩვენა, – ამის შესახებ Bloomberg–ი იუწყება. 

წინა კვირაში ფიუჩერსები 67%-ით, ხოლო ორშაბათს კიდევ 30%-ით გაძვირდა, ახლო აღმოსავლეთში ომის ესკალაციის გამო რაც ბაზრებს დაძაბულობაში ტოვებს.

ფასის ზრდა მიწისქვეშა საწყობებში გაზის ჩატუმბვის სეზონის დაწყების წინა დღეს მოხდა.

ჰორმუზის სრუტეში, რომლის გავლითაც, როგორც წესი, მსოფლიოს თხევადი ბუნებრივი აირის დაახლოებით მეხუთედი გადის, საზღვაო მიმოსვლა პრაქტიკულად შეჩერებულია, სპარსეთის ყურეში ათობით სრულად დატვირთული ნავთობისა და გაზის ტანკერი რჩება ჩარჩენილი.

ვრცლად liga.net - ზე