ნავთობის ფასები ოთხშაბათს მსოფლიო ბაზარზე მკვეთრად შემცირდა.
Brent-ის მარკის ბარელი ნავთობის ღირებულება 11%-ზე მეტით დაეცა და $97.5 შეადგინა.
რაც შეეხება WTI-ს ფასს, ის 12.9%-ით შემცირდა და $89-მდე ჩამოვიდა.
გავრცელებული ინფორმაციით, ფასების კლება გამოცემა Axios-ის მიერ გამოქვეყნებულმა ინფორმაციამ განაპირობა, რომლის თანახმადაც ვაშინგტონი და თეირანი ომის დასასრულებლად შეთანხმებაზე მუშაობას ასრულებენ.
