აშშ-ის უმსხვილესმა ნავთობისა და გაზის კომპანია Exxon Mobil-მა 2026 წლის მეორე კვარტალში წმინდა მოგება გააორმაგა ახლო აღმოსავლეთში საომარი მოქმედებების დაწყების შემდეგ ენერგომატარებლების ფასების ზრდის წყალობით.

აპრილ-ივნისში კომპანიის წმინდა შემოსავალმა 14.53 მილიარდი აშშ დოლარი, ანუ 3.48 აშშ დოლარი აქციაზე შეადგინა, წინა წლის ანალოგიურ პერიოდში ეს მაჩვენებელი 7.08 მილიარდ აშშ დოლარს, ანუ 1.64 აშშ დოლარს შეადგენდა.

კორექტირებულმა შემოსავალმა აქციაზე 3.52 აშშ დოლარი შეადგინა, რაც ოდნავ ნაკლებია FactSet-ის მიერ გამოკითხული ანალიტიკოსების კონსენსუსის პროგნოზზე რომელიც ერთ აქციაზე 3.56 აშშ დოლარს გულისხმობდა.

კვარტალური შემოსავალი 81.5 მილიარდი დოლარიდან 116 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა.

ვრცლად interfax – ზე