NATO-ს საპარლამენტო ასამბლეამ რუსეთის ფედერაციის დანაშაულები უკრაინის წინააღმდეგ გენოციდად, ხოლო რუსეთის რეჟიმი რაშიზმად აღიარა. ამის შესახებ ინფორმაციას NATO-ს საპარლამენტო ასამბლეაში უკრაინის მუდმივი დელეგაციის თავმჯდომარემ, სახალხო დეპუტატმა იეგორ ჩერნევმა Facebook-ზე დაწერა.

„NATO-ს საპარლამენტო ასამბლეამ აღიარა რუსეთის დანაშაულები უკრაინის წინააღმდეგ გენოციდად, ხოლო რუსეთის ფედერაციაში ტერორისტული რეჟიმი - რაშიზმად. ლუქსემბურგში ასამბლეის სესიაზე ჩვენ მივაღწიეთ უკიდურესად ძლიერი დეკლარაციის მიღებას, რომელსაც ექნება შორსმიმავალი პოლიტიკური შედეგები“, - წერს ჩერნევი.

გარდა ამისა, მისი თქმით, NATO-ს საპარლამენტო ასამბლეამ მოუწოდა თავიანთი ქვეყნების მთავრობებს ხმამაღლა განაცხადონ ვილნიუსის სამიტზე, რომ უკრაინა გახდება ალიანსის წევრი და შეთანხმდნენ უკრაინის NATO-ში შესვლის შემდგომ კონკრეტულ ნაბიჯებზე".

შეგახსენებთ, რომ რუსეთის საოკუპაციო ხელისუფლების მიერ უკრაინელი ბავშვების უკანონო მასობრივი დეპორტაცია გენოციდად იქნა აღიარებული - შესაბამის რეზოლუციას მხარი ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ დაუჭირა.