ნატო-ს ქვეყნები გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის მანდატის ერთი წლით გაგრძელებაზე შეთანხმდნენ. ამის შესახებ უცხოური მედია წერს.
გადაწყვეტილების შესახებ ოფიციალური განცხადება უახლოეს დღეებში უნდა გაკეთდეს.
ნორვეგიის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ჩრდილოატლანტიკურ სამხედრო ალიანსის 2014 წლიდან ხელმძღვანელობს. 2022 წლის თებერვალში რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის შემდეგ მისი უფლებამოსილების ვადა 1 წლით უკვე იყო გაგრძელებული.


