რუმინეთის უმაღლესმა თავდაცვის საბჭომ 28 მარტს დაამტკიცა გეგმა, რომელიც ითვალისწინებს ფლოტში ახალი მცირე ზომის საბრძოლო გემების დამატებას.
ამის შესახებ სააგენტო „როიტერი“ წერს.
მედიასაშუალება ცნობით, ეს გეგმა არის უფრო ფართო ძალისხმევის ნაწილი, რომელიც მიმართულია შავ ზღვასა და ნატო-ს აღმოსავლეთ ფლანგზე რუმინეთის როლის გაძლიერებისკენ.
რუმინეთის თავდაცვის საბჭოს განცხადებით, სამინისტროს დაევალა შესყიდვის პროცესის დაწყება.
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით დამატებითი დეტალები არ არის გასაჯაროებულა.
რუმინეთის სამხედრო-საზღვაო ძალები ქვეყნის სამხედრო შტოებს შორის ყველაზე ნაკლებად მოდერნიზებულია. რუმინეთში აცხადებენ, რომ გეგმავენ 2025 წელს თავდაცვის ხარჯების მშპ-ს 2,2%-დან 2.5%-მდე გაზრდას.
გასულ თვეში რუმინეთის დროებითმა პრეზიდენტმა, ილიე ბოლოჟანმა განაცხადა, რომ მომავალ ერთ ან ორ წელიწადში თავდაცვის ხარჯებმა, შესაძლოა მშპ-ს 3% შეადგინოს.
ევროკავშირისა და ნატო-ს წევრმა რუმინეთმა 2023 წელს გააუქმა დიდი ხნის განმავლობაში გადავადებული გარიგება ფრანგულ კომპანია Naval Group-სგან ოთხი საბრძოლო გემის შეძენის შესახებ მას შემდეგ, რაც კომპანიამ და მისმა პარტნიორმა ვერ შეასრულეს კონტრაქტის ხელმოწერის ვადა.
Naval Group-მა მოიგო 1,2 მილიარდი ევროს ღირებულების კონტრაქტი რუმინეთისთვის ოთხი Gowind-ის სამხედრო კორვეტის ასაშენებლად და ორი არსებული ფრეგატის განსაახლებლად, მაგრამ გარიგების შესრულება შეფერხდა.
წყარო: 1 არხი