დასავლეთმა სისხლის წყურვილი 2008 წლის საქართველოს კონფლიქტით ვერ მოიკლა, - ამის შესახებ რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ დიმიტრი მედვედევმა განაცხადა.

დიმიტრი მედვედევის განცხადებით, „საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, დასავლეთის ქვეყნებმა მარიონეტული რეჟიმები რუსეთის წინააღმდეგ დამრტყმელ ძალად გამოიყენეს“.

„ეს მოხდა საქართველოს შემთხვევაშიც, რომელმაც 2008 წლის აგვისტოში აგრესია განახორციელა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის წინააღმდეგ. მაშინ რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა სამშვიდობო ოპერაცია ჩაატარეს და სისხლისღვრა შეწყდა. ეს მოხდა უკრაინის შემთხვევაშიც, რომელიც 2014 წელს რუსოფობიის კერად იქცა. სამწუხაროდ, ახლა ეს მოლდოვის და უკვე სომხეთის შემთხვევაშიც ხდება“, - განაცხადა მედვედევმა.

მისი თქმით, „მაშინ, ევროპა და აშშ გონივრულად მოიქცნენ და კონფლიქტში არ ჩაერთნენ“.

„ჩვენ დავთანხმდით, ე.წ. ცუდ მშვიდობაზე. თუმცა, სამწუხაროდ, მეორე მხარემ სისხლის წყურვილის დაკმაყოფილება ვერ შეძლო და საკუთარი შეცდომები არ გაითვალისწინა“, - აღნიშნა მედვედევმა.

www.interpressnews.ge