მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში მსოფლიოში მილიარდერების რაოდენობა შესაძლოა 3915-მდე გაიზარდოს. ეს წარმოადგენს 25%-იან ზრდას ამჟამინდელ 3110-თან შედარებით, - იტყობინება The Guardian, Knight Frank-ზე დაყრდნობით.

გამოცემის ინფორმაციით, მულტიმილიონერების ჯგუფიც (ადამიანები, რომელთა წმინდა ქონება 30 მილიონი დოლარი ან მეტია) კიდევ უფრო გაიზრდება. მათი რიცხვი 2021 წლიდან უკვე 300%-ზე მეტით გაიზარდა და 713626-ს მიაღწია.

Knight Frank-ის კვლევის ხელმძღვანელის, ლიამ ბეილის თქმით, ასეთი სიმდიდრის დაგროვება ტექნოლოგიებიდან, განსაკუთრებით ხელოვნური ინტელექტიდან მიღებული მოგების დამსახურებაა.

„ბიზნესის მასშტაბირების უნარი არასდროს ყოფილა ასეთი დიდი. ამან განაპირობა უზარმაზარი სიმდიდრის სწრაფად დაგროვების უნარი, რაც გაძლიერებულია ტექნოლოგიებითა და ხელოვნური ინტელექტით“, - აღნიშნა მან.