2025 წელს ღვინის გლობალური მოხმარება 2024 წელთან შედარებით 2.7%-ით შემცირდა, იტყობინება TASS ვაზისა და ღვინის საერთაშორისო ორგანიზაციის (OIV) ანგარიშზე დაყრდნობით.
გასულ წელს ღვინის საერთო მოხმარებამ 208 მილიონ ჰექტოლიტრს მიაღწია. ყველაზე მაღალი მოთხოვნა შეერთებულ შტატებში, საფრანგეთსა და იტალიაში დაფიქსირდა.
ანგარიშის ავტორებმა აღნიშნეს, რომ 2018 წლიდან, როდესაც ღვინოზე მოთხოვნის ხანგრძლივი კლება დაიწყო, მოხმარება 14%-ით შემცირდა. ეს განპირობებულია პრეფერენციების შეცვლით, მათ შორის ახალგაზრდებში ალკოჰოლის პოპულარობის შემცირებით და კრიზისების სერიით, რომლებმაც გავლენა მოახდინეს მსყიდველობით უნარზე.
OIV ასევე მიიჩნევს, რომ კლიმატურმა ფაქტორებმა, რომლებმაც გაზარდა წარმოების ხარჯები, და საბაჟო გადასახადებმა გავლენა მოახდინა მოხმარებაზე. ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორის, ჯონ ბარკერის თქმით, ქვეყნების მცირე ჯგუფში იაფი სუფრის ღვინის მასობრივი მოთხოვნა უფრო ძვირი ჯიშებისკენ გადაიხარა.