მსოფლიო ოქროს საბჭოს (WGC) წინასწარი შეფასებით, ოქტომბერში მსოფლიოს ცენტრალურმა ბანკებმა, თავიანთ ოქროსა და სავალუტო რეზერვებში ოქროს მოცულობა 60,2 ტონით გაზარდეს.
ეს არის რეკორდული თვიური ზრდა მიმდინარე წელს - აღნიშნავს WGC-ს ანალიტიკოსი მარისა სალიმი.
ყველაზე დიდი მყიდველები იყვნენ ინდოეთი (26,9 ტონა), თურქეთი (16,6 ტონა) და პოლონეთი (7,5 ტონა). ეს სამი ქვეყანა 2024 წელს შესყიდვების 60%-ს შეადგენს, აღნიშნავს სალიმი. ზოგადად, განვითარებადი ქვეყნების ცენტრალური ბანკები აგრძელებენ დომინირებას სახელმწიფო ოქროს შესყიდვის ბაზარზე, დასძენს WGC-ს ანალიტიკოსი.