მსოფლიოს 50 წამყვანი კოსმეტიკური ბრენდის საერთო ღირებულება წლის განმავლობაში 6%-ით შემცირდა და 149.8 მილიარდი დოლარი შეადგინა, – ნათქვამია Brand Finance–ის კვლევაში Cosmetics 50 2026.
ფრანგული ბრენდები კვლავ დომინირებენ რეიტინგში, რაც მთლიანი წილიდან 47%-ს (68.5 მილიარდი დოლარი) შეადგენს. შემდეგ მოდიან ამერიკის შეერთებული შტატები 35%-ით (50.4 მილიარდი დოლარი) და გერმანია 6%-ით (10.1 მილიარდი დოლარი).
„ბოლო წლის განმავლობაში, გეოპოლიტიკურმა და ეკონომიკურმა გაურკვევლობამ მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა მსოფლიოს უდიდეს ეკონომიკებზე, რამაც კოსმეტიკური ინდუსტრიის ზრდის შენელება გამოიწვია“, - აღნიშნულია ანგარიშში.