იგლ ჰილსმა მტკვრის სანაპიროზე მშენებარე მრავალფუნქციური კომპლექსის - “Tbilisi Waterfront”-ის გაყიდვების მეორე ეტაპი 7 მაისს დაიწყო და სარეალიზაციოდ წარდგენილი აპარტამენტები იმავე დღეს სრულად გაიყიდა.

მეორე ეტაპზე შეთავაზებული აპარტამენტების ბლოკი, მსოფლიოში მაღალი ხარისხით გამორჩეული ბრისტოლის ბრენდის სასტუმროს მიმდებარედ აშენდება. ამავე ბლოკთან ახლოს განთავსდება პრემიუმ კლასის მაღაზიები, კაფეები, სპორტული კომპლექსი, სპა და სხვა მრავალფეროვანი ინფრასტრუქტურა.

იგლ ჰილსმა თბილისის პროექტის გაყიდვები 2026 წლის იანვარში დაიწყო და პირველივე დღეს გამოტანილი 300-მდე საცხოვრებელი - აპარტამენტები, თაუნჰაუსები და სანაპირო ვილები სრულად გაყიდა. კომპანია უახლოეს მომავალში, გაყიდვების შემდეგ ეტაპს დაანონსებს და საზოგადებას თაუნჰაუსებისა და ვილების ახალ ჯგუფს შესთავაზებს.

Tbilisi Waterfront-ი, 3 მილიარდ აშშ დოლარზე მეტი მოცულობით, საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი საინვესტიციო პროექტია. აღნიშნული პროექტი მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ქვეყნის მშპ-ს ზრდის პროცესში, მათ შორის, სამშენებლო საქმიანობით, ახალი ტურისტული ინფრასტრუქტურის შექმნით, საცალო ვაჭრობისა და ქონების მართვის სექტორების განვითარებით, ასევე სხვადასხვა ირიბი ეკონომიკური ეფექტების გზით.

Tbilisi Waterfront-ის პარალელურად, იგლ ჰილსი Gonio Yachts & Marina-ს პროექტს ავითარებს. ამ პროექტის ფარგლებში, ბათუმის სიახლოვეს, 250 ჰექტარ ტერიტორიაზე, დაგეგმილია სანაპირო მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა, მსოფლიო დონის იახტკლუბით, ბრენდირებული რეზიდენციებით, მაღალი კლასის სასტუმროებით, სავაჭრო ობიექტებითა და ფართო მწვანე სივრცეებით.

Gonio Yachts & Marina-ს ოფიციალური გაშვება მომდევნო თვეებში იგეგმება. ჯამში, ეს ორი პროექტი 6 მილიარდ აშშ დოლარზე მეტ ინვესტიციას მოიცავს, რაც ხაზს უსვამს იგლ ჰილსის გრძელვადიან მისწრაფებას - შექმნას უმაღლესი სტანდარტის სანაპირო დანიშნულების ადგილები საქართველოში.