ევროკავშირის ლიდერები რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან პოტენციური მოლაპარაკებებისთვის ემზადებიან, - ამის შესახებ ხუთშაბათს Financial Times-მა მაღალი თანამდებობის პირზე დაყრდნობით განაცხადა.

გამოცემის ცნობით, ევროპის საბჭოს პრეზიდენტმა ანტონიო კოშტამ განაცხადა, რომ ევროკავშირისთვის პუტინთან მოლაპარაკებების „პოტენციალს“ ხედავს და აღნიშნა, რომ ბლოკს ამისთვის უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის მხარდაჭერა აქვს.

როგორც გამოცემა წერს, კოშტასთან აღნიშნული საკითხის განხილვა დაადასტურეს ზელენსკის ოფისშიც, თუმცა მოსკოვი ამ ეტაპზე არ ავლენს მზადყოფნას ეფექტური დიალოგისთვის.