2024 წელს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ თბილისში ახალი სტადიონის მშენებლობა დააანონსა. 

2025 წელს კი გავრცელდა ინფორმაცია, რომ ახალი მოედანი აეროპორტის მიმდებარედ, ლუგარის კვლევით ცენტრსა და შავი ზღვის უნივერსიტეტს შორის აშენდება და მისი ტევადობა 70 000 გულშემატკივარზე გათვლილი.

"ეს იქნება ბრიტანული სტილის სტადიონი. სავარაუდო ლოკაცია იქნება ახალი აეროპორტის მიმდებარე ტერიტორია, კომპლექსურად შეიძლება განვითარდეს ეს ტერიტორია ასეთ  პირობებში. აქვე, მინდა განვაცხადო, რომ ჩვენ შევიტანთ განაცხადს 2028 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალის მასპინძლობაზე ახალაშენებულ სტადიონზე"  - თქვა მაშინ ირაკლი კობახიძემ.

პრემიერის განკარგულებითვე, პროექტს მუნიციპალური განვითარების ფონდი განახორციელებს. 

იმის გასარკვევად, თუ რა ეტაპზეა თბილისის ახალი სტადიონის პროექტი, სწორედ განვითარების ფონდს მივწერეთ. 

მათი ოფიციალური ინფორმაციით, ამ ეტაპზე MDF საპროექტო არეალში არსებული მიწის ნაკვეთების გამოსყიდვის პროცედურას ახორციელებს, დამატებითი ინფორმაცია კი ეტაპობრივად გავრცელდება.

,,გაცნობებთ, რომ მოცემულ ეტაპზე ფონდი საპროექტო არეალში არსებული მიწის ნაკვეთების გამოსყიდვის პროცედურას ახორციელებს. აღნიშნული პროცესი მიმდინარეობს კანმდებლობისა და დადებითი წესების სრული დაცვით, მესამის უფლებების გათვალისწინებით. მიწის გამოსყიდვის პროცედურის დასრულების შემდეგ შეფასებული გახდება პროექტის შედეგად მიღებული შედეგების დადგენა და განხორცილდება, რაც ესახება ინფორმაციის დამუშავებით შესაძლებელი გახდება",- ნათქვამია "კომერსანტისთვის" გამოგზავნილ წერილში.