საქართველოს პროკურატურის მიერ ჩატარებულიოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებებისშედეგად, 2024 წელს მიმდინარე აქციების დროს,ზვიად მაისაშვილის, ლევან ხაბეიშვილის და გურამროგავას მიმართ განხორციელებული ძალადობისფაქტებზე, იდენტიფიცირებული და დაკავებულიასამი ყოფილი და ერთი მოქმედი სპეცრაზმელი,ასევე, ერთი შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვისპოლიციის დეპარტამენტის მოქმედი თანამშრომელი.უფრო კონკრეტულად: ხუთი ბრალდებულიდან ორიპირი უკვე იმყოფება პატიმრობაში სხვა სისხლისსამართლის და ადმინისტრაციულსამართალდარღვევის ფაქტებთან დაკავშირებით,ხოლო სამი ბრალდებული დღეს დავაკავეთ.
აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეებზეთბილისის პროკურატურის საგამოძიებოსამმართველოში ჩატარებულია ათასობითსაგამოძიებო და საპროცესო მოქმედება, მათ შორისმოწმის სახით გამოკითხულია 550-ზე მეტი ადამიანი.
პირველი ეპიზოდი: 2024 წლის 30 ნოემბერს,რუსთაველის გამზირზე, შინაგან საქმეთასამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათადეპარტამენტის იმჟამინდელმა ორმათანამშრომელმა, რომელთაგან ერთ-ერთი დღეისმდგომარეობით დაცვის პოლიციის თანამშრომელია,ფიზიკურად იძალადა ზვიად მაისაშვილზე, რისშედეგადაც მაისაშვილმა დაკარგა გონება. ესკადრები საზოგადოებისთვის კარგად არის ცნობილი.
მეორე ეპიზოდი: 2024 წლის 30 აპრილს, რუსთაველისგამზირზე, აქციის მიმდინარეობისას, შინაგანსაქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათადეპარტამენტის მაშინდელმა თანამშრომელმა,რომელიც დღეის მდგომარეობით სახელმწიფოუსაფრთხოების სამსახურის სპეციალურიოპერაციების დეპარტამენტის ერთ-ერთიგანყოფილების უფროსია, ასევე შინაგან საქმეთასამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათადეპარტამენტის კიდევ ერთმა თანამშრომელმა,ფიზიკურად იძალადეს ლევან ხაბეიშვილზე.
მესამე ეპიზოდი: 2024 წლის 29 ნოემბერს,რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციის დროს,შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულდავალებათა დეპარტამენტის თანამშრომელმაფიზიკურად იძალადა ჟურნალისტ გურამ როგავაზე,რომელიც თავდასხმის მომენტში ახორციელებდაჟურნალისტურ საქმიანობას.
ხუთივე დაკავებულს ბრალდება საქართველოსსისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3ნაწილის ბ ქვეპუნქტით წარედგინება, რაცსამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობითგადამეტებას გულისხმობს, ხოლო როგავას ეპიზოდზედაკავებულ პირს დამატებით წარედგინებაბრალდება 154-ე მუხლის მე-2 ნაწილით,ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაშიძალადობით, უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტზე.წარდგენილი ბრალდებები სასჯელის სახედ დაზომად 5-დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთასითვალისწინებს.
პროკურატურა სასამართლოს ხუთივე ბრალდებულისმიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობისგამოყენების შუამდგომლობით მიმართავს.
სხვა სამართალდამცავ უწყებებთან საერთოკოორდინაციით, განვაგრძობთ გამოძიებას როგორცაღნიშნულ ეპიზოდებში, ასევე სხვა ძალადობრივფაქტებში მონაწილე პირთა დადგენისა და მათისისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში მიცემისმიზნით.
ინფორმაციას პროკურატურა აქვეყნებს.