ბრიტანულ – ნიდერლანდურმა ნავთობისა და გაზის კომპანია Shell-მა პირველ კვარტალში წმინდა მოგება 19.1%-ით გაზარდა. ამასთან, კორექტირებული მაჩვენებელი ანალიტიკოსების მოლოდინზე უკეთესი აღმოჩნდა.
პრესრელიზის თანახმად, იანვარ-მარტში წმინდა მოგებამ 5.69 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, გასული წლის ანალოგიურ პერიოდში კი ეს მაჩვენებელი 4.78 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენდა.
ერთჯერადი ხარჯების გამოკლებით მოგება წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 5.58 მილიარდ დოლართან შედარებით 6.92 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა. Vara Research-ის მიერ გამოკითხული ანალიტიკოსები საშუალოდ ამ მაჩვენებელს 6.36 მილიარდ დოლარად აფასებდნენ.