„ბრენტის“ მარკის ბარელი ნავთობის ფასი მსოფლიო ბაზარზე მცირედით შემცირდა და 99.8 დოლარი შეადგინა.

კერძოდ, „ბრენტის“ ნავთობის ფასი ბარელზე 1.5 პროცენტით დაეცა, 6 მაისს კი – თითქმის 8 პროცენტით.

ამერიკული ნავთობის ფასი მსგავსი ნიშნულით დაეცა და ბარელზე 93.5 დოლარს მიაღწია.

ცნობისთვის, 4 მაისს „ბრენტის“ მარკის ნავთობის ფასი წლის ყველაზე მაღალ ნიშნულზე იყო, 6 მაისს კი მკვეთრად დაეცა.

ნედლი ნავთობის ფასები კვლავ მესამედზე მეტით მაღალია, ვიდრე 28 თებერვალს ირანზე აშშ-ისრაელის თავდასხმამდე იყო.

დასავლური მედიის შეფასებით, კლება იმ ფონზე ხდება, რომ შეერთებული შტატები და ირანი შეთანხმებას უახლოვდებიან, რამაც შესაძლოა, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ჰორმუზის სრუტის ხელახლა გახსნა გამოიწვიოს.

1tv.ge