თურქეთში შავი ზღვის სანაპიროს გასწვრივ სარკინიგზო ხაზის მშენებლობის პროექტში, რომელიც "სამსუნი-ტრაპიზონი-სარფის" სახელითაა ცნობილი), ბოლო დროს რამდენიმე მნიშვნელოვანი სიახლე დაფიქსირდა, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში სარკინიგზო საკითხების ექსპერტი დავით გოჩავა წერს.
ცნობისთვის, სამსუნიდან სარფამდე გაჭიმული მაღალსიჩქარიანი მატარებლის ხაზი შავი ზღვის სანაპიროზე მდებარე ქალაქებს ერთმანეთთან დააკავშირებს და ამავდროულად შიდა ანატოლიასთან ინტეგრირებულ სატრანსპორტო ქსელს შექმნის.
„თურქეთის ტრანსპორტის მინისტრმა, აბდულკადირ ურალოღლუმ, დაადასტურა, რომ პროექტი შეყვანილია 2026 წლის საინვესტიციო პროგრამაში.მოსამზადებელი და საპროექტო სამუშაოები სწორედ 2026 წელს იწყება.
შავი ზღვის მონაკვეთების მშენებლობაზე ტენდერების გამოცხადება მიმდინარე წლის ბოლომდე იგეგმება. ახალი სარკინიგზო ხაზი რეგიონის სატრანსპორტო რუკას რადიკალურად შეცვლის:
- ხაზი დაახლოებით 513 კილომეტრია და ერთმანეთთან დააკავშირებს 6 პროვინციას (სამსუნი, ორდუ, გირესუნი, ტრაპიზონი, რიზე და ართვინი).
- ის გათვლილია HigSpeed მატარებლებისთვის, რომლებიც 250 კმ/სთ სიჩქარეს განავითარებენ. მაგალითად, მგზავრობა სამსუნიდან ტრაპიზონამდე მხოლოდ 2 საათამდე შემცირდება.
- პროექტის თანახმად, სარკინიგზო ხაზი პირდაპირ უკავშირდება საქართველოს საზღვარს (სარფის გამშვებ პუნქტს)“,- წერს გოჩავა.